საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
წონიარისის საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს

24 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიუროს რეგიონალურმა წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, უვიზო მიმოსვლისა და ასოცირების შეთანხმების ძირითად საკითხებზე ისაუბრა.

 

შეხვედრის დასასრულს განიხილეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამები.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

24-09-2019