საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საინფორმაციო შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში

1 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო ნატოს ურთიერთობებს, ნატო საქართველოს პარტნიორობას და სამომავლო პერსპექტივებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ნატო საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებს.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო თემატური მასალა.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

01-10-2019