საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონალური ოფისი მოინახულა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონალური ბიურო მოინახულა და გურიის რეგიონის წარმომადგენლის სამსონ სიამაშვილისგან მოისმინა ინფორმაცია რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

თამარა წულეისკირი, ასევე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას შეხვდა, სადაც ცენტრისა და გუბერნიის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობასა და იმ კონკრეტულ საჭიროებებზე, რაც აღნიშნულ რეგიონს გააჩნია.

02-10-2019