საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს ხულოს მერიაში

17 სექტემბერს, ხულოს მერიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ხულოს მერიის მხარდაჭერით ხულოს ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებთან და ხულოს მერიის თანამშრომლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შუახევის ბიუროს წარმომადგენელი სალომე აბულაძე უძღვებოდნენ.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას, ამ მხრივ არსებულ გამოწვევებსა და ყველა იმ სარგებელს, რაც შეიძლება საქართველომ მიიღოს  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე, ისტორიულ მაგალითებს, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის აუცილებლობას. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

17-09-2019