საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრში პოლონელი ხელოვანების გამოფენა გაიხსნა

მოხარული ვართ, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი მასპინძლობს პოლონელ ხელოვანთა გამოფენას. ევროპული ხელოვნების, კულტურის და ფასეულობების ქართველ მოსახლეობამდე მიტანა მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ცენტრის საქმიანობის, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრში პოლონელი ხელოვანების გამოფენის გახსნაზე.

მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სიტყვით მიმართეს ლუბლინის ვიცე-მერმა ბეატა სტეპანიუკ-კუშმიერჟაკმა, პოლონური ინტისტუტის დირექტორმა ლეხ კონჩაკმა და თბილისის მერიის წარმომადგენელმა მაკა ნასრაშვილმა.

ლუბლინელი რომან კრავჩენკოს „ლუბლინტონი. ლუბლინი-ვერცხლი მინაზე“ და არტურ პოპეკის რელიეფური მხატვრობის გამოფენა „ჩემი პირველი მკოცნელი მაქანა“ საინფორმაციო ცენტრში 6 ოქტომბერს, თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში გაიხსნა და მიმდინარე წლის 6 ნომებრამდე გაგრძელდება.

 

გამოფენა საქართველოში პოლონეთის საელჩოს, პოლონური ინსტიტუტის, პოლონეთის ქ.ლუბლინის მერიის ორგანიზებითა და თბილისის მერიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

06-10-2019