საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრი ხაშურქალაქობის დღესასწაულში ჩაერთო

29.09.2019 ქალაქი ხაშური -ხაშურში ხაშურქალაქობის ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა. ხაშურქალაქობის ტრადიციულ დღესასწაულში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრიც ჩაერთო.

 

საინფორმაციო ცენტრის კუთხესთან სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიეღოთ თემატური ლიტერატურა და ჩართულიყვნენ სხვადასხვა კონკურსსა თუ ვიქტორინაში.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი თემატური საინფორმაციო კუთხით აქტიურად ერთვება სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივ დღესასწაულებში.

29-09-2019