საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
დაიწყო რეგისტრაცია სემინარზე "ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის"

გამოცხადდა რეგისტრაცია ორდღიან სემინარზე "ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის".
სემინარი გაიმართება 2019 წლის 17-18 ოქტომბერს, თბილისში. სემინარს დაესწრება პირველი 10 მასწავლებელი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებიდან, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მეშვიდე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.

პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

მოთხოვნები:

* მონაწილეობის მსურველს პედაგოგს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული;

* მონაწილეობის მსურველი პედაგოგი სასურველია ასწავლიდეს ისტორიას, სამოქალაქო განათლებას ან გეოგრაფიას;

* მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს თბილისის საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებელი;

რეგისტრაციის ბოლო ვადა 13 ოქტომბერი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/1LBXBBuN6N0Ss7Y8yAbsNeZmp8nTeBo9lQVvnyDLbBwQ/viewform?fbclid=IwAR0TcxNOsP_1cFtxDNaVnUY20qs4hzpgrCK4gbRkFOo68SPrPVetG-QhtbQ&edit_requested=true

08-10-2019