საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

 

9-11 ოქტომბერს, საქართველოში ნატოს დღების ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ჩატარდება 3 დღიანი ტრენინგი (ტრენერთა სკოლა) პროექტის "ახალგაზრდა ევროპელი ელჩები" ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.

 

დასაწყისი: 10:30 საათი

 

ღონისძიების ჩატარების ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

 

ღონისძიების პარტნიორები: საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა” (PITA), შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)