საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბსუ-ში დისკუსია გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაცო ცენტრი ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების  სპეციალობის სტუდენტებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა.

ეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა  ირმა გაბინაშვილმა ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებსა და ნატოში გაწევრების პერსპექტივებზე ისაუბრა. ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაცია  სტრატეგიული კომუნიკაციის  არსზე, მნიშვნელობაზე და   მისი განხორციელების ინსტრუმენტებზე. რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურაზე,  ჰიბრიდული ომის,  ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე  და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების  აუცილებლობაზე  ესაუბრა,  დასახელდა ის მითებიც, რომლებიც აქტიურად ვრცელდება  საზოგადოებაში  სხვადასხვა  საინფორმაციო პლატფორმის გამოყენებით.  სტუდენტებმა  იმსჯელეს დეზინფორმაციასთან  გამკლავების ხერხებსა და მეთოდებზეც. 

გაიმართა დისკუსია  ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის  ღია კარის პოლიტიკასთან  და  ნატო-ს მე-5 პუნქტის  ირგვლივ საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.

ბსუ-ს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა  ერეკლე მანველიძემ ისაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა  და იმ  ძირითად მიმართულებებზე,  რომლებზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო განათლების  საკითხებში  სტუდენტების  ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზე და  საინფორმაციო ცენტრის პროექტებში მათი ჩართულობის გააქტიურებაზე.   

   

26-09-2019