საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ევროინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს

27.09.19- ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი  ციხისძირი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“   რეგიონალური წარმომადგენელი  აჭარაში, ირმა გაბინაშვილი  27 სექტემბერს,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ციხისძირში, ადგილობრივ  მოსახლეობას და  პედაგოგებს  შეხვდა.

 

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას, მიღწევებს და გამოწვევებს.   განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ  პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს საქართველოს თითოეული მოქალაქე და მათგან მიღებული სარგებელი  თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის.    

   

შეხვედრაზე მიმოიხილეს  საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები და  პერსპექტივები, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები და  განხორციელებული სიახლეები, ყურადღება გამახვილდა პროგრამა  ENPARD  და ERASMUS + ის სიკეთეებზე.  საუბარი შეეხო  საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს.   დაასახელდა  ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება  რეგიონებში და   საზოგადოებაში  გარკვეული  სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება.   შეხვედრის მონაწილეებმა  ისაუბრეს აგრეთვე  იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი- სოციალური ქსელებით ვრცელდება.   

 

შეხვედრაში  ჩაერთო  მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის  IOM  წარმომადგენელი აჭარაში ნანა პაპიაშვილი,  საუბარი შეეხო  უკანონო მიგრაციის საკითხებს,    ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის  პროცესში გამოვლენილ  პრეცენდენტებს და დარღვევების  პრევენციას. 

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.  პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

09-10-2019