საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თამარა წულეისკირი ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმათამარა წულეისკირმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტთან ანელი კიმბერთან.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუმარს ცენტრის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და საინფორმაციო ომზე, როგორც საფრთხეზე, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებაზე, როგორც  გამოწვევებთან ბრძოლის საშუალებაზე და ამ მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს.

 

09-10-2019