საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმში ადგილობრივი მედიასაშუალებების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართა

11.10.19 - ბათუმი 

„ნატოს დღეების“ ფარგლებში,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ, ბათუმში,  EECMD  რეგიონულ ოფისთან თანამშრომლობით ,ადგილობრივი  მედიასაშუალებების და  სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლებისთვის  ტრენინგ-სემინარი  გამართა.მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ცხვიტავამ  და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს.


მოწვეულმა ექსპერტმა ყურადღება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის  მიღწევებსა და გამოწვევებზე,    ნატო-ს სამშვიდობო მისიებისა და  გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლზე  ისაუბრა. ყურადღება  გამახვილდა საქართველოს  გეოპოლიტიკურ კონტექსტზე,   შავი ზღვის უსაფრთხოებასა   და  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობაზე,   ანტიდასავლურ პროპაგანდაზე საუბრისას კი  ხაზი გაესვა  მედიისა და სამოქალაქო სექტორის როლს  სწორი ინფორმაციის გავრცელებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, გაიმართა საინტერესო დისკუსიაც,    შეხვედრის  დასასრულს, მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე.

ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.    წლევანდელი ნატოს დღეები აჭარაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და  30-31ოქტომბერს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება.

 

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეოსაქმეთასამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

11-10-2019