საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

16.10.19 - ქუთაისი

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მკითხველებთან და ბიბლიოთეკარებთან ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობასა და განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე.

შეხვედრას საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გია ქობალიანი ესწრებოდა, რომელმაც ნატოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და პარტნიორობაზე ისაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქუტაისის 13-ვე საწალაქო ბიბლიოტეკას 7 დასახელების თემატური მასალა გადაეცა. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ბიბლიოთეკაში მკითხველს ქონდეს ხელმისაწვდომობა იმ მითებზე რაც ნატოზე და ევროკავშირზე არის გავრცელებული. ასევე, ქართულ ჯარზე და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციუს პროცესზე. ეს არის ბიბლიოთეკებთან ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი ფაზა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფირმირებულობის გაზრდას" აღნიშნა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

ღონისძიება საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში გაიმართა. წლევანდელი ნატოს დღეები 3 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და 30-31 ოქტომბერს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით სრულდება.

16-10-2019