საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
როსარია პუგლისის შეხვედრა თელავში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე

16.10.19 - თელავი

ნატოს დღეები 2019 ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა როსარია პუგლისმა, კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ეთნიკურ უმცირესობებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსში თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. როსარია პუგლისის განცხადებით, საქართველო ნატოსთვის უნიკალური პარტნიორია და საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება.

16-10-2019