საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეების ფარგლებში  ბათუმში საერთაშორისო სკოლა პროგრესში შეხვედრა გაიმართა

17.10.19 - ბათუმი

ნატოს დღეები 2019"-ის ფარგლებში,  17 ოქტომბერს, ბათუმში, ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა "პროგრესში" საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, თემაზე: "საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი-მიღწევები, გამოწვევები, მითები და რეალობა".

 

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში, ირმა გაბინაშვილი უძღვებოდა.  საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა  ხაზი გაუსვა  ახალგაზრდების ინფორმირებულობას და ჩართულობას ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში, რადგან სწორედ ახალგაზრდები არიან ის ძალა, რომლებსაც სწორი სვლებით, ხარისხიანი განათლების მიღებითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ქვეყის განვითარება-გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი როლის შეტანა შეუძლიათ.

 

მსმენელებმა მოისმინეს ინფორმაცია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის,  გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს წვლილის,  ნატოს სამშვიდოებო მისიებში ქართველი ჯარისკაცების ჩართულობის მნიშვნელობაზე,  დასახელდა ის მითები და არასწორი  ინფორმაციები, რაც სხვადასხვა მედია-პლატფორმით ვრცელდება. განხილული იქნა დეზინფორმაციასთან ბრძოლის ხერხები და მეთოდები.  თითოეულ მსმენელს გადაეცა სათანადო  ლიტერატურა და თემატური მასალები,    გაიმართა  სახალისო ვიქტორინაც და აქტიურ მსმენელებს  გადაეცათ სიმბოლური პრიზები.  

17-10-2019