საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შუახევში თვითმართველობების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა

16.10.2019-შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, პროპაგანდა და მისი ამოცნობის გზებზე  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა.
შეხვედრას საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიუროს  წარმომადგენელი სალომე აბულაძე და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენელი დავით ძიძიშვილი უძღვებოდნენ. შხვედრაზე საუბარი შეეხო   საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ამ მხრივ არსებულ პროპაგანდასა და მისი ამოცნობის გზებს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება. ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე.

 

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

16-10-2019