საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
როსარია პუგლისის შეხვედრა ლაგოდეხში

16.10.19 - ლაგოდეხი

ნატოს დღეები 2019 ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა როსარია პუგლისმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლებთან, ეთნიკურ უმცირესობებსა და ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსში თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. როსარია პუგლისის განცხადებით, საქართველო ნატოსთვის უნიკალური პარტნიორია და საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება.

16-10-2019