საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საგარეჯოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

18.10.19 - საგარეჯო

ნატოს დღეები 2019 ის ფარგლებში, საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ეთნიკურ უმცირესობებსა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, ევროატლატიკური ინტეგრაციის საკითხებზე მოწვეულმა ექსპერტმა ნატო ბაჩიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და იმ სიკეთეების შესახებ რომელსაც ვიღებთ ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად.

საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ახალგაზრდა ლიდერებთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენლის მიერ გამართული შეხვედრა დაეთმო ახალგზარდების ინფორმირებულობის მნიშვნელობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

18-10-2019