საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

19.10.19 – ბათუმი

 „ნატოს დღეები 2019"-ის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისუფალი სივრცის კლუბის წევრებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

 

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა  წარმომადგენელმა  აჭარაში, ირმა გაბინაშვილმა,   საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და  გამოწვევებზე, მითებსა  და რეალობაზე ისაუბრა. მსმენელებმა მოისმინეს  ინფორმაცია   ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების, მიზნების, პრინციპებისა  და  ალიანსის  პრიორიტეტების შესახებ. გაეცნენ  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის,  გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს წვლილის,  ნატოს სამშვიდობო მისიებში ქართველი ჯარისკაცების ჩართულობის მნიშვნელობას.  

 

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების  მე-5 პუნქტის ირგვლივ  საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებები  და  ნატოს ღია კარის პოლიტიკა.   ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასთან  ბრძოლის ხერხებსა და მეთოდებზე.  შეხვედრის დასასრულს თითოეულ მსმენელს გადაეცა თემატური ლიტერატურა და  მასალები. 

19-10-2019