საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრი შუახევში სახალხო დღესასწაულს "შუახევობა" შეუერთდა

19.10.19 - შუახევი

შუახევში სახალხო დღესასწაული “შუახევობა” გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიურო 19 ოქტომბერს შუახევში სახალხო დღესასწაულს "შუახევობა" შეუერთდა. საინფორმაციო  ცენტრის მიერ წარდგენილ სპეციალურ სტენდთან, ვიზიტორებს და ადგილობრივ მოსახლეობას,  საშუალება ჰქონდათ  გაცნობოდნენ  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თემატურ  მასალებს და „ნატოს დღეები 2019 „-ის ფარგლებში  ცენტრის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს . საინფორმაციო ცენტრის სტენდთან გაიმართა მცირე ვიქტორინა, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ეპასუხათ შეკითხვებზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

 

ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართა. სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა“ , რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალს ,,ფუძეობას“ მასპინძლობდა, რომლის ძირითადი გზავნილია ტრადიციების შენარჩუნება, შუახევიდან წასული შუახეველების ფუძეზე დაბრუნება, ტურიზმისა და კულტურის განვითარება.

 

 სახალხო დღესასწაულზე, ასევე, გაიამართა ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და სოფლის ნობათის გამოფენა. მუნიციპალიტეტებმა ღია ცის ქვეშ წარმოადგინეს დეკორატიული აჭარული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო, ეთნოგრაფიული ნიმუშები, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციების ამსახველი ვიზუალური მასალები.

  

 

21-10-2019