საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ხაშურში ნატოს დღეების ფარგლებში ახლგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

22.10.19 - ხაშური

ნატოს დღეების ფარგლებში ხაშურში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქართლის რეგიონში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საქართველოს ევროპული და ევროატლატიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩიში და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი მონაწილეობდნენ.

გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.

ახალგაზრდებთან შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თამარა წულეისკირმა ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის მიერ ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებსა და იმ ძალისხმევაზე, რაც საზოგადოებაში ინტეგრაციული პროცესების შესახებ ცნობერების ამაღლებასა და მხარდაჭერას უკავშირდება.

„გრძელდება შეხვედრების ციკლი ნატოს დღეების ფარგლებში და მაქვს პატივი დღეს ვიყო ხაშურში, სადაც აგრეთვე იმყოფებიან საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახლაგაზრდები, რომელთაც შესაძლებელია ყოველდღიურად უწევთ როგორც ფიზიკურ, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებთან

გამკლავება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფთან-ახალგაზრდებთან შეხვედრა, რადგან გვაქვს საშუალება მათთან ვისაუბროთ ევროპული ღირებულებების, დასავლური ინსტიტუტებისა და იმ სარგებლის შესახებ, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც მოგეხსენებათ, უკვე მეთორმეტედ იმართება ნატოს დღეები, რომლის მიზანიც სწორედ აღნიშნული პროცესების შესახებ საზოგადების ინფორმირებულობის დონის ამაღლება და მოსახლეობის ჩართულობის გაზრდაა.

თამარა წულეისკირმა ხაზი გაუსვა რეგიონებში მსგავსი სახის შეხვედრების მნიშვნელობას, რომელთა ფარგლებშიც მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით მოისმინონ ინფორმაცია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა თუ დამოუკიდებელი ექსპერტებისგან.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

22-10-2019