საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატოს ისტორიის მოკლე მიმოხილვა

ხშირად ამბობენ, რომ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) დაფუძნდა საბჭოთა კავშირის მხრიდან მომავალი საფრთხის საპასუხოდ. ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია. სინამდვილეში, ალიანსის შექმნა იყო უფრო მასშტაბური ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ემსახურებოდა სამ მიზანს: საბჭოური ექსპანსიის შეკავებას, ნაციონალისტური მილიტარიზმის აღორძინების აღკვეთას ევროპის კონტინენზე ძლიერი ჩრდილო-ამერიკული გავლენის მეშვეობით და ევროპის პოლიტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

 

ამჟამად მეტად რთული წარმოსადგენია მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველი შედეგები ევროპისთვის. ამ კონფლიქტს შეეწირა დაახლოებით 36.5 მილიონი ევროპელის, მათ შორის 19 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილთა ბანაკები და ნორმირებული პროდუქტები ყოველდღიური ცხოვრების დომინანტებად იქცა. ზოგიერთ რეგიონში ბავშვთა სიკვდილიანობამ საგრძნობლად იმატა, ოთხიდან ერთი გარდაცვლილი ბავშვი იყო. მილიონობით ობლად დარჩენილი დაეხეტებოდა ყოფილი დედაქალაქების გადამწვარ ნანგრევებში. გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ნახევარი მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

 

 

- გადმოწერა / გახსნა

25-08-2016