საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შუახევში ნატოს დღეების ფარგლებში სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ვიქტორინა გაიმართა

22.10.19 - შუახევი

ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი შუახევში გამართულ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს შეუერთდა. ღონისძიება შუახევის ,,ქალთა ოთახის" მხარდაჭერითა და ორგანიზებით მოეწყო .

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონები, ფერმერი ქალები, მარტოხელა და ომში დაღუპული გმირების დედები.

 

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

შეხვედრაზე გამართულ ვიქტორინაზე  მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

 

აღსანიშნავია, ისიც რომ წელს პირველად მუნიციპალიტეტშიადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა  მიზნობრივი პროგრამა: ,,სოფლად მცხოვრებ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“

 

22-10-2019