საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეების ფარგლებში ბათუმში პროექტი “რატომ ნატო” ჩატარდა

23.10.19 - ბათუმი

ბათუმში ნატოს დღეები 2019 - ის ფარგლებში  საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის ბიურომ, ბათუმის განათლების, დასაქმების და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით პროექტი „რატომ ნატო“ ჩაატარა.

 

პროექტში აჭარის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გამართულ  პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს   ბსუ-ს   პრორექტორმა  თამარ სირაძემ,  საინფორმაციო ცენტრის  რეგიონალურმა წარმომადგენელმა  აჭარაში  ირმა გაბინაშვილმა და   ბსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურის კულტურის და სპორტის  განყოფილების უფროსმა, დებატ-კლუბის  კონსულტანტმა  რევაზ ოკუჯავამ.

 

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის   დებატ-კლუბების წარმომადგენლებმა    იმსჯელებეს ისეთ  აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა - ნატო-მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტი, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა, მითები ნატოს შესახებ და ა.შ. 

 

დებატებში   გამოვლენილ  საუკეთესო  გუნდებს  სერტიფიკატები და  საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული  სპეციალური პრიზები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ„ნატოს დღეები” საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომელიც წელს განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება.

23-10-2019