საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეების ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

18.10.19 - ხობი

„ნატოს დღეები 2019“-ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ინიციატივით ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ანა ცანავამ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.


მიმდინარე წელს, „ნატოს დღეები“ განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.


ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

 

18-10-2019