საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში „ნატოს სკოლა 2019“ გაიხსნა

24.10.19  -  იმერეთი

ნატოს  დღეები  2019-ის  ფარგლებში  ქალაქ  ქუთაისში,  სახალხო  დამცველის  ოფისში,  „ნატოს  სკოლა  2019“  გაიხსნა.    მსმენელები  ორი  დღის  მანძილზე ნატოს  შექმნის  ისტორიას,  საქართველოსთან  სტრატეგიული  თანამშრომლობის  ეტაპებსა  და  საზოგადოებაში გავრცელებულ  მითებს გაეცნობიან.

 

ორდღიანი  ტრენინგის  შემდეგ  სკოლის  მონაწილეები  მოამზადებენ  თემატურ  პრეზენტაციას  და  თანატოლებს  თავად  მიაწოდებენ  ინფორმაციას  ჩრდილოატლანტიკური  ალიანსის  შესახებ. 

 

სკოლა  საგარეო საქმეთა სამინისტროს  ნატოსა  და  ევროკავშირის  შესახებ  საინფორმაციო  ცენტრის იმერეთის  ბიუროს  ორგანიზებით ტარდება,  რომლის  პარტნიორია  ქალაქ  ქუთაისის  საკრებულო. 

 

სკოლის  გახსნას  მოწვეული  ექსპერტი  ნათია  გვენეტაძე  და  ქუთაისის  საკრებულოს  თავჯდომარის  მოადგილე  ირაკლი  შენგელია  დაესწრნენ.

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივების და გამოწვევების შესახებ.

 

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

 

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

 

24-10-2019