საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სოფელ შამგონის საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

23.10.19 - სამეგრელო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნატოს დღეები 2019 ის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონის საჯარო სკოლაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მოსწავლეებთან და პედაგოგებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.  შეხვედრაზე  საუბარი შეეხო  საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და თანმდევ საფრთხეებს.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.  პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

23-10-2019