საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სოფელ ტუნაძეებში ევროინტეგრაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

21.10.2019 - ხულო; სოფელი ტუნაძეები 

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიუროს  წარმომადგენელმა, სალომე აბულაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში, საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს პარტნიორობას და სამომავლო პერსპექტივებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ამ მხრივ არსებულ მითებსა და რეალობას, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებს.

შეხვედრის ბოლოს სახალისო ვიქტორინა გაიმართა ნატოსა და ევროკავშირის საკითხებზე, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები.  მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო თემატური მასალები.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.    

21-10-2019