საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა

24.10.19 - ზესტაფონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ადგილობრივი  საჯარო მოხელეების, თემში მერის რწმუნებულებისა და სამსახურების ხელმძღვანელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა ნათია გვენეტაძემ ნატო- საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. 
შეხვედრის დასასრულს თემატური საინფორმაციო მასალა დარიგდა და დაიგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან.
შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

24-10-2019