საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სოფელ მახუნცეთში ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა

23.10.2019 - ქედა, სოფელი მახუნცეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიუროს  წარმომადგენელმა, სალომე აბულაძემ ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს პარტნიორობას და სამომავლო პერსპექტივებს,  ამ მხრივ არსებულ მითებსა და რეალობას, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და პროგრამებს რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა . დასასრულს მონაწილეებისთვის მცირე ვიქტორინა გაიმართა, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.    

23-10-2019