საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის პროექტი "ერთი დღე ჯარში" გაიმართა

 

ნატოს დღეების ფარგლებში,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის პროექტი "ერთი დღე ჯარში" გაიმართა.

 

პროექტის ფარგლებში რეგიონალური  ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონლაინ მედიის 20 მდე წარმომადგენელი ეწვია ვაზიანის სამხედრო ბაზას, წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და ეროვნული თავდაცვის აკადემიას. ჟურნალისტებმა ორი დღის განმავლობაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაზაზე იცხოვრეს, გაეცნენ თავდაცვის მზადყოფნის პროგრამიას (GDRP) და წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მნიშვნელობას და ფუნქციას. მონაწილეებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებზე, პროგრესსა და შედეგებზე, ნატო და საქართველოს თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობისა და მიღებული გამოცდილების შესახებ.

 

პროექტის ფარგლებში მედია საშუალებების წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა  თამარა წულეისკირმა და იმ ღონისძებებზე ისაუბრა,  რასაც საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისი შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისთვის. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ პროცესში მედიის როლზე და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე, რომლეთა ფარგლრბშიც მედიის წარმომადგენლები  იღებენ ინფორმაციას ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა თუ თავდაცვის კუთხით ნატოსთან თავსებადობის მნიშვნელობაზე.

 

ნატოს მიზნებზე და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორის მოადგილემ ნატა ქორიძემ. 

 

მონაწილეებს ასევე, საშალება ქონდათ შეხვედროდენ და ესაუბრათ  ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე (SNGP) შალვა თევდორაძესთან და წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მნიშვნელობასა და ფუნქციაზე ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ლეკვეიშვილთან. 

 

 პროექტის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ ისაუბრა რექტორმა მალხაზ მაკარიძემ და შსს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსმა ნინი ბაქრაძემ და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა მარი კევლიშვილმა ჟურნალისტებთან შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და განვითარების პერქსპექტივები მიმოიხილეს. 

 

პროექტი მეოთხე წელია იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს

 

ფოტოები შეგიძლიათ აქედან გადმოტვირთოთ 

24-10-2019