საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ვიქტორინა "ნატო და საქართველო" ქ. ფოთში

28.10.19 - ფოთი

ნატოს დღეები 2019 - ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროსთან და ფოთის კოლხურ მუზეუმთან თანამშრომლობით ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ვიქტორინა " საქართველო და ნატო" ჩაატარა.

 

კონკურსში  ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ვიქტორინაში  ქ. ფოთის მე-2 და მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს, რომლებსაც  დიპლომები  და  სპეციალური პრიზები გადაეცათ.

 

აღსანიშნავია, რომ „ნატოს დღეები” საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომელიც წელს განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართა.

 

28-10-2019