საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში ნატოს დღეების ფარგლებში ინტელქტუალური თამაში ჩატარდა

2.11.19 - იმერეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. ღონისძიება ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში ჩატარდა. ინტელექტუალური თამაშის კითხვები ნატოსთან დაკავშირებული საკითხებს ეხებოდა. თამაშში იმერეთის რეგიონის 19 გუნდი მონაწილეობდა.


ღონისძიების პარტნიორი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა და ინტელექტუალური თამაშის იემერეთის წარმომადგენლობა იყო.  კითხვები „რა? სად? როდის?“ იმერეთის ინტელექტ-კლუბის წევრმა, ზაალ ხონელიძემ მოამზადა.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - „ანანერბე“, ქუთაისი,
II-III ადგილები, თანაბარი ქულებით, ბაღდათის „მაიკოვსკის თეატრმა“ და ქუთაისის „ისქინეფმა“ გადაინაწილეს.

 

 

02-11-2019