საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შუახევში დებატები "რატომ ნატო? " გაიმართა

შუახევი 27.10.2019

შუახევში ნატოს დღეები 2019 - ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შუახევის ბიუროს ორგანიზებით შუახევში დებატები "რატომ ნატო? " გაიმართა.

 

დებატებში მთიანი აჭარის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი არგუმენტები თემაზე: რატომ ნატო?; განიხილეს ნატო, როგორც ჩვენი ქვეყნის არჩევანი, დადებითი და უარყოფითი მხარეები. იმსჯელეს ისეთ  აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა - ნატო-მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტი, საქართველოს როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა, მითები ნატოს შესახებ ,და ა.შ. 

 

მონაწილეებს  სერტიფიკატები და  საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული  სპეციალური პრიზები გადაეცათ.

 

აღსანიშნავია, რომ „ნატოს დღეები” საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომელიც წელს განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართა. 

 

27-10-2019