საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ახალსოფელში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

25.10.19 - ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ახალსოფელში, საგარეო საქმეთა სამინისტროს   სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“   ორგანიზებით ადგილობრივ მოსახლეობასთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის  ბიუროს წარმომადგენელმა  ირმა გაბინაშვილმა  საქართველოს  ნატოსა და ევროკავშირთან  თანამშრომლობის საკითხებზე, გლობალური უსაფრთხოების,   ახალი შესაძლებლობებისა და  ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.  ასევე ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა  და მათგან მომდინარე საფრთხეებზე. შეხვედრის მონაწილეებმა  ისაუბრეს  იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც  საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით სოციალური ქსელებით ვრცელდება.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს ბეჭდური საინფორმაციო მასალები  გადაეცათ. 

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

 

25-10-2019