საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თამარა წულეისკირი გერმანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

04.11.2019 - თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

მედიის წარმომადგენლებთან დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე თამარა წულეისკირმა ცენტრის საქმიანობაზე, ძირითად მიმართულებასა და მიმდინარე პროექტებზე პრეზენტაცია წარადგინა. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა  იმ ღონისძიებებსა და ძალისხმევაზე, რასაც ცენტრი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მონაწილეებმა დეტალურად მოისმინეს საინფორმაციო ცენტრის სამიზნე აუდიტორიის, განხორციელებული პროექტებისა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის წინააღმდეგ საინფორმაციო ცენტრის გამოცდილების შესახებ.

 

გერმანელი ჟურნალისტები ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ, რომლის დროსაც გაეცნენ საქართველოს გამოცდილებას დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით.

04-11-2019