საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმში ნატოს შესახებ შემეცნებით-საგანამანათლებლო აქტივობა მოეწყო

04.11.2019-ბათუმი

„ნატოს დღეები 2019"-ის  ეგიდით,  საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  აჭარის ბიუროს მხარდაჭერითა და ბათუმის ქართულ-ამერიკული  სკოლის   ინიციატივით შემეცნებით-საგანამანათლებლო აქტივობა მოეწყო. სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინესპრეზენტაციები  ნატო-ს შექმნის  ისტორიის, ალიანსის ფუნქციების, მიზნებისა და პრონციპების შესახებ, ისაუბრეს  ნატოსთან დაახლოების პერსპექტივებსა და   საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიღწევებზე.

 

საინფორმაციო ცენტრის  აჭარის  რეგიონალურმა წარმომადგენელმა   ირმა გაბინაშვილმა  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის,  გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს წვლილის,  ნატოს სამშვიდოებო მისიებში ქართველი ჯარისკაცების ჩართულობის შესახებ კითხვებს უპასუხა.  განხილული იქნა დეზინფორმაციასთან ბრძოლის ხერხები და მეთოდებიც.    ხაზი გაესვა  ახალგაზრდების ინფორმირებულობას და ჩართულობას ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში, რადგან სწორედ ახალგაზრდობაა ის ძალა, რომელსაც სწორი სვლებით, ხარისხიანი განათლების მიღებითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ქვეყის განვითარება-გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი როლის შეტანა შეუძლია.

 

ღონისძიება  სახალისო ვიქტორინით დასრულდა, გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრის  სიმბოლური პრიზები გადაეცათ.  

07-11-2019