საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეების ფარგლებშ ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

17.10.19 - ახალციხე

ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.


აღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდა საგარეო პოლიტიკის საკითხებში მოწვეული ექსპერტი - ირაკლი მენაღარიშვილი.

ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.

07-11-2019