საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ კოდას სკოლაში შეხვედრა გაიმართა

04.10.19 - კოდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა  ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა საქართველო ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრა. შეხვედრის აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

 

„ნატო ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა. უსაფრთხოების ქოლგა და ურთიერთდახმარების პრინციპი პატარა ქვეყნებს მეტი უსაფრთხოებას გარანტიას აძლევს.  სწორედ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოში ინტეგრაცია“ - განაცხადა კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

04-10-2019