საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ვაშლოვანში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

07.10.19 - ვაშლოვანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ვაშლოვანის თემის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა საქართველო ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრა. აქტიური დისკუსია გაიმართა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მექანიზმებსა და ნატოს შესახებ გავრცელებულ მითებზე.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

08-11-2019