საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

21.10.19- სამშვილდე 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა  ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა საქართველო ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს აქტიური დისკუსია გაიმართა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ხელშემშლელ ფაქტორებზე. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაასახელეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში გავრცელებული მითები.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

21-10-2019