საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა

07.11.19 - ხარაგაული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან, თემში მერის რწმუნებულებსა და სამსახურების ხელმძღვანელებთან ექსპერტმა გიორგი მუჩაიძემ ნატო- საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ევროკავშირთან ისტორიულ პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. 
შეხვედრაზე თემატური საინფორმაციო მასალა დარიგდა და დაიგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან.
შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

08-11-2019