საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ხარაგაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ევროინტეგრაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

07.11.2019 - ხარაგაული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შეახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით მე-2 და მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა.
რესურს ცენტრის წარმომადგენლებსა და პედაგოგებთან შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი მუჩაიძემ ნატო- საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ნატოს შექმნის ისტორიასა და გაფართოებაზე ისაუბრა.
საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

07-11-2019