საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სამცხე-ჯავახეთში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფთან შეხვედრა გაიმართა

23.10.19 - სამცხე-ჯავახეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეით ბატალიონთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფიცერი გინტარას ბაგდონანსი გაუძღვა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმებზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე.

შეხვედრის დასასრულს აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის ბაზაზე ნატოს საინფორმაციო კუთხე გაიხსნა.

23-10-2019