საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა

10.11.19 - ხონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე  ვეტა ჩხენკელის სახელობის ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის შემეცნებითი და ინტელექტუალური თამაშების კლუბის მოსწავლეებს შეხვდა.

 

მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორებიცაა: ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ნატოს შექმნის ისტორია, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და უვიზო მომოსვლა.  შეხვედრაზე გაჟღერდა ერთობლივი ინიციატივების იდეები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ნატოსა და ევროკავშირზე ცნობიერების ამაღლებას.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თემატური მასალები დაურიგდათ. 

10-11-2019