საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ნახახულევში შეხვედრა გაიმართა

08.11.19 – სოფელი ნახახულევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  იმერეთის ბიუროს და ხონის მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებულთან თანამშრომლობით სოფელ ნახახულევში ევროინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

 

საინფორმაციო ცენტრი იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს  ნატო-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე ინფორმაცია მიაწოდა.  აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით დისკუსიაც გაიმართა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

08-11-2019