საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ჭვანაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

08.11.2019 შუახევი - ჭვანა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა  სალომე აბულაძემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.  შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალები.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.  

 

 

 

08-11-2019