საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
რუსთავის მერიაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

08.11.19 - რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან, თემში მერის რწმუნებულებსა და სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.

 

ექსპერტმა გიორგი გობრონიძემ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, სამომავლო პერსპექტივებსა და არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

08-11-2019