საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

08.11.19 - რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, ქალაქ რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფართო საზოგადოებასთან საქართველოს ევროპული და  ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა  საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე ისაუბრა. მონაწილეები გაეცნენ ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციების გავრცელების გზებსა და საფრთხეებს, მათთან ბრძოლის ხერხებსა და იმ მეთოდებს, რომლითაც შესაძლებელია ამგვარი ინფორმაციის გადამოწმება და გავრცელებული სტერეოტიპების აღმოფხვრა.

 

ყურადღება გამახვილდა საქართველო - ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწევებსა და ინტეგრაციის მექანიზმებზე. დისკუსიის ფორმატში მსმენელებმა დასვეს შეკითხვები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და თანმდევ გამოწვევებზე.

 

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

08-11-2019