საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ზუგდიდში ესეების კონკურსი "საქართველო და ნატო" გაიმართა

08.11.19 - ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის „ნატოს დღეები 2019-ის“ ფარგლებში ზუგდიდში გამოცხადებული ესეების კონკურსის „საქართველო და ნატო“ გამარჯვებული მოსწავლეების ნაშრომების პრეზენტაცია და დაჯილდოვება გაიმართა.


კონკურსში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის    საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მასში  რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო.

 

ჟიურის მიერ  გამოვლენილი 10 საუკეთესო ნაშრომების ავტორებს სერტიფიკატები და სამახსოვრო წიგნები გადაეცათ. პირველი ადგილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლემ ილია ქარდავამ დაიკავა. 


ღონისძიების დასასრულს პედაგოგებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მსგავს კონკურსებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას კონკურსში გამარჯვებული სკოლების პედაგოგები, მშობლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნებოდა საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

 

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

08-11-2019